ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები და კლინიკის მართვა
ინგა ჭელიძე
ლაბორატორია
მიღებულია დავალება
09:30
დაიწყო შესრულება
09:35
დასრულდა კვლევა
09:50
პაციენტი - ანა გაგუა12. 12. 1992
BL.13.1 - შესრულების პროცესშია 9 : 35 ინგა ჭელიძე
რა არის eHI?
მოქნილი, მომხმარებელზე მორგებული, მაღალ დონეზე ავტომატიზირებული კლინიკის მართვისა და სამედიცინო ჩანაწერების სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება კლინიკის პროცესების დაჩქარება, ხარჯების შემცირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
Როგორ მუშაობს?
eHI - ვებზე დაფუძნებული, სამუშაოდ მარტივი და კლინიკურ პროცესებზე ადაპტირებული სისტემა, ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, ასევე, საერთაშორისოდ აპრობირებულ სტანდარტებს. გამოყენებული უახლესი ტექნოლოგია იძლევა მარტივი დანერგვისა და უსაფრთხო მუშაობის შესაძლებლობას.
რა იქნება სისტემის ჩემ კლინიკაში დანერგვის შედეგი?
↠ მონაცემების სისტემატიზაცია და თავმოყრა
↠ ჯანდაცვის რეგულაციებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობა
↠ მაქსიმალური სიმარტივე მოხმარებისათვის
↠ მკურნალობის პროცესის დაჩქარება - გაუმჯობესება
↠ სინქრონიზებული, დაცული და უსაფრთხო სამუშაო პროცესი
↠ შემცირებული ადამიანური და მატერიალური რესურსების ხარჯი
↠ ხარისხის კონტროლი და განვითარების სტიმული
↠ სწავლებაზე დამყარებული სამუშაო პროცესი
↠ ტექნოლოგიური პროგრესი - უახლესი შესაძლებლობები თქვენ ყოველდღიურობაში
ehi
სისტემის
უპირატესობები
პირადიდეშბორდი
მაქსიმალურიავტომატიზაცია
ფორმებისგენერატორი
შაბლონები დასიმარტივე
UX/UI დიზაინის განყოფილება
იმისათვის, რომ პროგრამა იყოს მაქსიმალურად მოქნილი, კიდევ უფრო მარტივად მოსახმარი, შენი
მოხმარების გამოცდილების და თანამედროვე შესაძლებლობების გათვალისწინებით გაუმჯობესებული
და რა თქმა უნდა, პასუხობდეს ვებ დიზაინის მიმდინარე მოთხოვნებს
შესაბამისობის განყოფილება
Რათა ჩვენ მიერ მოწოდებული მომსახურება და შენს მიერ გამოყენებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან, პერსონალური მონაცემების დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
შენთვის შექმნილი
ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერებისა და კლინიკის
მართვის სრულყოფილ სისტემის
განვითარებაზე ვმუშაობთ:
პროდუქტის განვითარებისა და ინოვაციის განყოფილება
Რათა პროგრამა იყოს გარანტირებულად თანამედროვე, სრულყოფილი და ყველა საჭირო ფუნქციონალის მომცველი. შევძლოთ შენი ყოველი საჭიროების განსაზღვრა და სისტემაში გათვალისწინება დღესაც, ხვალაც და 10 წლის შემდეგაც!
დეველოპმენტის განყოფილება
Რათა ყველა სხვა განყოფილების მიერ ინიცირებული, დამუშავებული და სრულყოფილი იდეები იქცეს რეალობად ჩვენ პროგრამაში და თითოეულმა შენმა თანამშრომელმა შეძლოს უახლესი ფუნქციონალით და ტექნოლოგიებით სარგებლობა!
სწავლებისა და მხარდაჭერის განყოფილება
რათა თითოეულმა შენმა თანამშრომელმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია თუ როგორ შეასრულოს მისი საქმე ყველაზე მარტივი, სწრაფი და ავტომატიზირებული გზებით ჩვენ პროგრამაში. ხოლო სამუშაო პროცესში გაჩენილ ნებისმიერ კითხვას გაეცეს პასუხი. ყოველთვის ჰყავდეს ტექნოლოგიური მხარდამჭერი და დამხმარე ონლაინ!
Სისტემური ადმინისტრირებისა და მონაცემთა უსაფრთხოების განყოფილება
Რათა პროგრამა იყოს შენთვის და შენი გუნდისათვის ყოველთვის ხელმისაწვდომი, შენი პაციენტების და კლინიკის პროცესების თაობაზე ინფორმაცია ყოველთვის დაცული. Სერვერული ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები, მონაცემთა დაცვისა და შიფრაციის თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფილი.
როგორ გავხადო
ჩემი კლინიკის პროცესები გამარტივეუბლი, სრულიად თანამედროვე და მაქსიმალურად ავტომატიზირებული?
როგორია პროცესებზე და მომხმარებელზე მორგებული
ფუნქციონალი?
⇢ ყველა მომხმარებლისათვის პირადი დეშბორდი - მარტივი წვდომა და ავტომატიზაცია
⇢ სრული მკურნალობის ადმინისტრირება პაციენტის გვერდიდან - ყველა მონაცემი ერთ სივრცეში
⇢ ფორმების გენერატორი - საჭირო ფორმების აწყობა დაგენერირება კლინიკის ადმინისტრატორის მიერ
⇢ Მზა შაბლონების “ჭკვიანი შეთავაზებების” სისტემა - სამუშაო დროის დაზოგვა
მოითხოვე დემოდა ჩვენ თქვენთან ერთად:
Შევისწავლით თქვენი კლინიკის Საჭიროებებს
ერთად განვსაზღვრავთ თუ eHI პროგრამული უზრუნველყოფის რა მოდულების და რა სახით დანერგვა გახდის თქვენი კლინიკის პროცესებს უფრო ეფექტიანს და სრულყოფილს
დავაზუსტებთ საოპერაციო ციკლს/პროცესებს
გავივლით პაციენტის თქვენ კლინიკაში მოძრაობის სქემას, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალის როლებს და საჭიროებებს, ერთად დავგეგმავთ თქვენი კლინიკისათვის ყველაზე ოპტიმალურ ფუნქციონალს
პროგრამას მოვარგებთ თქვენი კლინიკის პროცესებზე
Ჩვენი პროფესიონალი პროგრამისტების ჯგუფი შექმნის eHI სისტემის თქვენ კლინიკაზე, შეთანხმებულ პროცესებსა და ფუნქცია-მოვალეობებზე მორგებულ მოდიფიკაციას
დავნერგავთ ტექნიკურად, გავტესტავთ
Პროგრამის მოწოდების შემდგომ, გვექნება სატესტო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, მოხდება თქვენ მიერ შერჩეული თანამშრომლების მიერ პროგრამის რეალურ გარემოში გატესტვა
კლინიკაში დანერგვაპროცესის დასრულება
ვასწავლით თითოეულ თანამშრომელს
ერთად დავგეგმავთ სწავლების განრიგს, რომლის განმავლობაშიც, მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი თანამშრომლები, ჯგუფებად ისწავლიან პროგრამის მოხმარებას, სატრენინგო მასალებისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით.
დაგეხმარებით პროცესების სრულყოფაში
დანერგვის პარალელურად, გაგიზიარებთ ჩვენ ლოკალურ გამოცდილებას და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებს, საჭიროებისას, დაგეხმარებით სამედიცინო დაწესებულების ოპერირების პრაქტიკის გაუმჯობესებაში
ასევე, მოგაწვდით
↠ დანერგვის შემდგომ მომსახურებას, ტექნიკურ მხარდაჭერას
↠ პროგრამულ განახლებებს
↠ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან და EHR სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნის მუდმივ გარანტიას